10:44 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 17:55:43, 567 ნახვა

საზოგადოება
მაშველები ვერეს ხეობაში ჩარჩენილ ავტომობილში ცხედრის არსებობას ვარაუდობენ

მას შემდეგ რაც, მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონემ დაიწია, ადიდებული მდინარის მიერ წაღებული  მანქანები გამოჩნდნენ.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი იუწება, ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.  მაშველები  ვარაუდობენ, რომ ერთ–ერთ ავტომობილში ადამიანი იმყოფება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილია.

ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics