14:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 12:52:48, 1064 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერი კახა კალაძე ლილოში „იტონგის“ (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ქარხანა პროდუქტს ქართული მასალებისგან დაამზადებს და ამასთან, 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - ბლოკის ქარხნის მშენებლობა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ყველასთვის ცნობილი გერმანული ბრენდი - „იტონგი“, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობს. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროდუქტის შექმნა მთლიანად ქართული მასალებით, საქართველოში მოპოვებული წიაღისეულით მოხდება. დაახლოებით 200-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება და 2019 წლის ივნის-ივლისში დასრულდება. სამუშაოები „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად მიმდინარეობს და მასში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ქალაქის მერი, ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმები, რადგან დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანიანია“, - განაცხადა კახა კალაძემ

აღნიშნული პროექტი „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო გაზობლოკების წარმოებას გულისხმობს.

ლილოში ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics