|
2018-11-22 17:25:50, 1124 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შუალედური ანგარიშით წარდგა
იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" შუალედური ანგარიში დღეს მედიას და საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის უმთავრეს ამოცანას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდება წარმოადგენს. შუალედური ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ასევე, თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე. პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის" განხორციელება იუსტიციის სახლმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლმა შეიმუშავა სახელმძღვანელო და სტანდარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესახებ. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავებული სპეციალური ტრენინგ-მოდულით, უკვე გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის 300-მდე თანამშრომელი. ხოლო, მიმდინარე წლის ბოლომდე, გადამზადებას გაივლის იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 750 თანამშრომელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი ცოდნა, იუსტიციის სახლის მომსახურების პროცესს უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს ხდის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი დაინერგება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, ხოლო უკვე შემუშავებული ტრენინგ-მოდული გახდება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლის 20 თანამშრომელი ინტენსიურად ეუფლება ჟესტურ ენას. მათ უკვე შეუძლიათ ჟესტური ენის გამოყენებით მომსახურების გაწევა, რაც უდიდესი სტიმულია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებისთვის. იუსტიციის სახლისათვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისათვის, რისთვისაც მომავალშიც არაერთი ქმედების განხორციელებას გეგმავს.
(NS)
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)