|
2018-11-19 14:17:07, 1243 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოხალისეებს სპეციალური სახანძრო აღჭურვილობა გადაეცემათ, რათა რთული რელიეფის მქონე ადგილებში, მეხანძრე-მაშველების მისვლამდე პირველადი რეაგირება მოახდინონ. „დავიწყებთ საქართველოში მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას, ორი ტიპის მოხალისეები იქნებიან, ერთი ზოგადად მასშტაბურ ღონისძიებებში ჩაერთვება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და პრევენციის ღონისძიებებში იქნება და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე, ეს არის მაღალმთიანი ადგილები და სხვა ტერიტორიები, სადაც რთული რელიეფის გამო, ან სხვადასხვა პრობლემის გამო, სახანძრო სამაშველო ძალების რეაგირების დრო აღემატება დაახლოებით 30 წუთს. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი ექნება, კონკრეტულ იმ დასახლებულ პუნქტებში გადავცეთ სახანძრო აღჭურვილობა, მათ შორის ის ავტომობილები, რომელთა ჩანაცვლებაც იგეგმება, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში და ასეთ ადგილებში, მაგალითად მაღალმთიან აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში, მოხალისეებს შეეძლებათ სახანძროს მისვლამდე პირველადი რეაგირება განახორციელოს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)