|
2018-11-16 11:46:31, 1511 ნახვა
საზოგადოება
ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში, რკინაბეტონის 4 კმ სიგრძის ახალი არხი მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებელს და მასზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. დამონტაჟდა წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები. სამუშაოები, რომელიც საირიგაციო სისტემას ჩაუტარდა, უზრუნველყოფს სოფელ სართიჭალაში დამატებით 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 39 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგიონში დამატებით 23 475 ჰექტარია წყალუზრუნველყოფილი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 22 520 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)