|
2018-11-16 10:52:35, 1265 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა. ღვინის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის ტენდენციას და დარგის პრიორიტეტულობის საკითხს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ მეღვინეებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ, მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგი საქართველოში. სახელმწიფო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აღნიშული მიმართულებით. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენ ბეჯითად ისწავლოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი და ენოთეკა დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)