|
2018-11-15 20:19:10, 1671 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია
ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. მომხდარის გამო დამწვრობის ეროვნულ ცენტრში 4 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ ახალგაზრდა ქალი და 1-წლამდე ბავშვი მოიყოლა. მათი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაახლოებით 6-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ჯერ ქალის, შემდეგ კი, ჩვილის ცხედარი იპოვეს. ისინი პროზექტურაში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ხუციშვილი იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)