|
2018-11-12 13:36:24, 898 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მედეგობის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის მედეგობის თემაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინეს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს. “ჩვენ გვსურს ეს ქალაქი დავიცვათ მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვისაა აუცილებელი. ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი, თანამშრომლობისა და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები, რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და ის მოქალაქეებს, მის მცხოვრებლებს დავუბრუნოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია როგორც რისკების პრევენციისაკენ, ისე, დედაქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისკენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წრის გაფართოებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თბილისის მხარდაჭერით და დედაქალაქთან თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 100 მედეგი ქალაქის ევროპის და შუა აზიის რეგიონის უფროსი ლინა ლიაკუ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორი მერსი ტემბონი. თბილისი 100 მედეგი ქალაქის ქსელს 2016 წელს შეუერთდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)