|
2018-11-12 13:20:58, 1054 ნახვა
საზოგადოება
დავით მათიკაშვილი: მუქარა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარას "ნაციონალური მოძრაობის ხელწერას" ამსგავსებს. დავით მათიკაშვილის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბინძური წინასაარჩევნო კამპანია" აქვს. "ისინი არ ერიდებიან არც ერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ პიარ ქულები დაიწერონ. ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი , როდესაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იმყოფებოდა და საზოგადოება როგორ განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას , ეს ყველამ კარგად იცის. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რომ საარჩევნო პროცესში ნაციონალურ მოძრაობა არ ერიდება არც ერთ ნაბიჯს, მათ შორის მე ვგულისხმობ იმ ზარს, იმ განცხადებას, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, როდესაც მას პირდაპირ ემუქრებოდნენ. მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არანაირ შემხებლობაში არ არის სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ეს არის ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგიდან, რომელსაც არ ერიდება ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, ნაციონალური მოძრაობა ვერ შეიყვანს მათ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ის აუცილებლად ევროპას და საქართველოს განვითარებას დაუჭერს მხარს და არა რუსეთს და კრემლს. მეორე ტურის შემდგომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი", - განაცხადა მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)