|
2018-11-10 13:58:48, 1187 ნახვა
საზოგადოება
„კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ - პარლამენტთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
პარლამენტის შენობასთან დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძისა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციას ლოზუნგით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით სარალიძესა და მაჩალიკაშვილს კარვების გაშლის უფლებას დღემდე არ აძლევს. „საქართველოს ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის საშუალებას დღემდე არ აძლევს. სწორედ ამიტომ, 10 ნოემბერს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება მათი მხარდასაჭერი აქცია — „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“. ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა აბუჩად აგდებას და საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს. აქციის ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ჩვენი პროტესტი ხელისუფლებისადმი და სოლიდარობა შვილმკვდარი მამებისადმი ამ ფორმით გამოვხატოთ და მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ“, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)