|
2018-11-09 17:14:53, 945 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკმა“ Global Finance-ის ორი ჯილდო მიიღო
საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance „თიბისი ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა რეგიონში, სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით. გარდა ამისა, ავტორიტეტულმა გამოცემამ თიბისი ბანკის ვებ-გვერდი 2018 წლის საუკეთესო ინტეგრირებულ სამომხმარებლო ვებ-გვერდად აღიარა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა და მას 300-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენელი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეს: ონლაინმომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევის სტრატეგია, ციფრული სერვისებისა და პროდუქტების მომხმარებლების მოზიდვა, შეთავაზებული პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ-გვერდის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)