2018-11-07 15:49:56, 1159 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „თსუ-ში“ ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიხსნა
„საქართველოს ბანკის“ BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi გაისნა.
ფესტივალი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე მუშაობენ მონაცემებთან ან დაინტერესებულნი არიან მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით.
როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ ჟურალისტებს განუცხადა, სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობდნენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა კომპანიიდან. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ჩატარებულ კონფერენციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მონაწილე. მათ შორის, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.
„მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა“, - განაცხადა ვახტანგ ბობოხიძემ.
წლევანდელი ფესტივალი 6 ძირითად თემას მოიცავს: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება; მონაცემთა ჟურნალისტიკა; ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები; მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში; ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.
მონაწილეებმა პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლები მოისმინეს, მეორე დღეს კი გაიმართა თემატური სემინარები. მესამე დღე დაეთმო datathon-ებზე პრაქტიკაში გასატარებელ იმ ცოდნას, რაც მონაწილეებმა პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:
www.datafest.ge.
(R)
ავტორი: ,