|
2018-11-06 14:06:56, 1225 ნახვა
საზოგადოება
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს“, -ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)