|
2018-11-06 13:14:19, 862 ნახვა
საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი: ახალქალაქის ინციდენტი სამინისტრომ ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს პარლამენტში უპასუხა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, შსს-მ ინციდენტი ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია. „ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ ეს საქმე ისე, როგორც სხვა საქმეები, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად ობიექტურად გამოიძია, საკამოდ მოკლე ვადაშიც გამოიძია - გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკმაოდ კომპლექსური იყო. აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშრებით დილით მოვისმინე რამდენიმე განცხადება. აღკვეთი ღონისძიების საკითხის შეფარდება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, თუმცა როგორც იურისტი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად აღკვეთი ღონისძიების საკითხი დანაშაულის სიმძიმეს არ უკავშირდება. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტი, მათ შორის ამ თემით სპეკულაციები და დანაშაულის სიმძიმეზე ამის მიბმა უბრალო სამართლებრივად და იურიდიულად არასწორია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, ახალქალაქში, “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბში მომხდარ თავდასხმაში ხუთივე ბრალდებული გუშინ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)