03:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 14:21:19, 1185 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები პატრიარქს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი საკითხები საპრეზიდენტო არჩევნები და კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროეტი იყო.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პატრიარქის თხოვნაა, რომ საქართველოში ოპოზიცია დევნის ობიექტი არ იყოს.

"უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უპირველესყოვლისა ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა და რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, იმიტომ რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც არ ექნება ადგილი არც სიტყვიერ შეურაცხყოფებს, არც ფიზიკურ დაპირისპირებებს და არც იმისთანა ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულში და ახალქალაქში მოხდა. ასეთივე ინციდენტი მოხდა ვაზისუბანში. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს როგორც ყველა ჩვენ ნორმალურ, დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში, ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics