|
2018-10-30 17:49:33, 1109 ნახვა
საზოგადოება
სპილო გრანდის ოპერაციაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ
31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია 10:00 საათზე დაიწყება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ოპერაციის, მოსალოდნელი რისკებისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ. ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მაქსიმალურად მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ფოტო და ვიდეოგადაღებისას, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა: • ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში; • გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში; • Live-ის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ვოლიერის გარედან; • აკრძალულია ფოტო და ვიდეოკამერების ფლეშგანათების გამოყენება; • აუცილებელია ფოტო და ვიდეოკამერებისა და ტელეფონების ხმის გათიშვა; • აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ხმაური; • აკრძალულია სიარული და ხმაური ოპერატორებისა და სტატიკურად დამონტაჟებული კამერების წინ; • დაუშვებელია ვეტექიმების სამოძრაო არეალის შეზღუდვა, ცხოველთან და ინსტრუმენტებთან წვდომის შეფერხება. აღნიშნული წესების დაცვა ოპერაციის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)