00:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 16:51:44, 781 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სოფლის განვითარების სტრატეგიის 6 თვის ანგარიში განიხილეს

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა (2017-2020 წლები) და სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლები) 2018 წლის 6 თვის ანგარიში განიხილეს.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ  კერესელიძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე  ისაუბრა და ევროკავშირს და სხვა დონორ ორგანიზაციებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2020 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულებისთვის, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხდომაზე უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა საკუთარი უწყებების მიერ  სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარმოადგინეს. განხილულ იქნა  ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან შეხვედრების შედეგად მიღებული რეკომენდაციებიც.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, წარმოდგენილი არიან:  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics