|
2018-10-30 10:27:01, 798 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის სწავლება ჩაატარა
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის ინტენსიური სწავლება ჩაატარა. "სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩი, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდებს აცნობს და აკვირდება კვლევის პროცესს. ლაბორატორიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ექსპერტისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მიღებული ცოდნით შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და “BIOR”-ის ლაბორატორიას შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და სურსათის კვლევის ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)