|
2018-10-29 16:46:05, 1012 ნახვა
საზოგადოება
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაცია-კონკურსი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიმართება
7-8 ნოემბერს, პირველად საქართველოში, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის" (OIV) უმაღლესი პატრონაჟით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ევრაზიის კონტინენტის ქვეყნების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი "საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან მეღვინეობის მოწინავე ქვეყნების 20 ავტორიტეტული დეგუსტატორი, მათ შორის, „ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის" პრეზიდენტი ჟან-მარი ორანი (Jean-Marie Aurand). ასევე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეადან. 9 ნოემბერს საქართველოს უძველესი მეღვინეობის ადგილ-მამულში "შატო ზეგაანი", დასახელდება დეგუსტაცია-კონკურსში გამარჯვებული ღვინოები და სპირტიანი სასმელები, სადაც გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსის საზეიმო დახურვა. კონკურსი გაიმართება „ბიოლი"-ს სამედიცინო ველნეს-კურორტის ტერიტორიაზე. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ენოლოგთა კავშირი", თანაორგანიზატორი „ღვინის მაღაზია რეზერვი", მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და ასოციაცია „ქართული ღვინო". საკონკურსო ნიმუშების მიღება და შენახვა, ყველა ნორმის დაცვით, უზრუნველყოფილი იქნება „ღვინის მაღაზია რეზერვი"-ს მიერ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ვებ-საიტს www.eawsc.com, ან დარეკონ ნომერზე +995 595 225552. მონაწილეების რეგისტრაცია გრძელდება 31 ოქტომბრამდე, ნიმუშების მიღება - 3 ნოემბრამდე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)