|
2018-10-26 15:11:23, 2056 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს მატისი მამუკა ბახტაძეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კაპიტალდაბანდებების მიმართ ნაკისრი ვალდებულებისთვის მადლობას უხდის. წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა პენტაგონიდან მიიღო, აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვა და თავდაცვის ხარჯების 20%-ის მიმართვა ძირითადი შეიარაღების შესყიდვაზე ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ასევე პოზიტიურად აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას საქმიანობას და მის მიერ უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას. „თავდაცვის სამინისტროსადმი თქვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფს თავდაცვაზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივად 2%-ის ხარჯვას და თავდაცვის ხარჯების 20%-ის მიმართვას ძირითადი შეიარაღების შესყიდვებზე, რაც სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. თავდაცვის რეფორმისა და ხარჯვის პრიორიტეტიზაცია ნათლად წარმოაჩენს მინისტრ იზორიას ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში. პარალელურად, მან 15 პროცენტით შეამცირა საკადრო ხარჯი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს შესაძლებლობებში ინვესტირების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. მსურს, გამოვხატო ღრმა მადლიერება ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც ნატოს მინისტერიალზე განვაცხადე, საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რადგან იბრძვის ნატოსა და ავღანური ძალების მხარდამხარ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროვინციებში. ჩვენი ალიანსი დამოკიდებულია მამაც და გამძლე პარტნიორებზე, რომლებსაც სურთ, ზიარად იკისრონ უსაფრთხოების ინტერესების ტვირთი და მთელი მსოფლიოს სტაბილურობა უზრუნველყონ. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ნატოს ყველაზე მტკიცე პარტნიორი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ხელმძღვანელობისა და ნაკისრი ვალდებულებისთვის. ვრჩები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაზე ნაკისრი ვალდებულების ერთგული", - აღნიშნულია ჯეიმს მატისის წერილში. წერილს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აქვეყნებს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)