23:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 13:45:01, 654 ნახვა

საზოგადოება
7-9 ნოემბერს მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება

7-9 ნოემბერს თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი, DataFest Tbilisi გაიმართება.

DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.

DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ.

ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას: (1) მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, (2) მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და (3) მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.

წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს:

  • მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება
  • მონაცემთა ჟურნალისტიკა
  • ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები
  • მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში
  • ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება
  • მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში

დამატებითი ინფორმაცია DataFest Tbilisi-ისა და წლევანდელი სპიკერების შესახებ:

DataFest Tbilisi 2018-ის ორგანიზატორები არიან ForSet • ფორსეტი და Data Science Tbilisi, პარტნიორებთან ერთად: Prague Civil Society CentreEastern Partnership Civil Society FacilityZalandoთბილისის მერია / Tbilisi City HallFintech.geExactpro SystemsCheck in Georgiaტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism AdministrationRStudioDW AkademieFLEX Programრადიო შოკოლადითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics