|
2018-10-25 11:25:26, 1228 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა
მინისტრის რანგში, პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმის მიერ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის. „ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ იმისა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და, როგორც სანდო პარტნიორი, ყოველთვის იყენებდა ყველა შესაძლებელ პლატფორმას ჩვენი ინტერესების დასაცავად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობა დღითი-დღე მყარდება და ახალი ერთობლივი ინიციატივების დანერგვის გზით ხარისხობრივად ახალ დონეებზე გადადის. ამ მხრივ დღესაც განსაკუთრებული დღეა, რამეთუ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, და ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო პოლონეთის სეიმის წევრებს ამისთვის." - განაცხადა დავით ზალკალიანმა. გამოსვლისას მან იაცეკ ჩაპუტოვიჩ ასევე გადაუხადა მადლობა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში განხორციელებული ვიზიტისთვის, რომელიც აგრეთვე ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)