|
2018-10-24 11:05:44, 1130 ნახვა
საზოგადოება
შსს თანამშრომლები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო სწავლებას გადიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ ერთკვირიან საერთაშორისო სწავლებაში - „ტრანსსასაზღვრო რეგიონული და ოპერაციული წვრთნა საკონტროლო მიწოდებაში“ ("Cross-border Regional and Operational Exercise of Controlled Delivery"). სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ევროკავშირის აქტის (EU ACT) მხარდაჭერით ტარდება. სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნების სამართალდამცველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით და ეფექტიანი გამოძიების მეთოდების გაზიარება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების, პროკურატურის და საბაჟო უწყებების წარმომადგენლები, საფრანგეთის რესპუბლიკის მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში და საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო სწავლება ითვალისწინებს რეალურ დროში ოპერატიული ღონისძიების სიმულირებას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების ფორმირებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად და სავარაუდო დამნაშავის გამოვლენა-ადევნებისა და დაკავების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას. ღონისძიების მონაწილეები, დანაშაულის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ. საერთაშორისო სწავლებამ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში აიღო სტარტი, რომელიც სომხეთში გაგრძელდება და 26 ოქტომბერს საქართველოში, აჭარის ტერიტორიაზე დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)