|
2018-10-23 18:27:36, 1232 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი „მშობელთა სკოლის“ მონაწილეებს შეხვდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა მედიაციის სახლში მიმდინარე პროექტის − „მშობელთა სკოლის", მონაწილეებს შეხვდა. პროექტში გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სირთულეების მქონე მოზარდების დედები მონაწილეობდნენ. ტრენინგების ფარგლებში მშობლები იმ აკადემიური და სოციალური პრობლემების შესახებ მსჯელობდნენ, რაც მათ შვილებს აწუხებთ. „მშობელთა სკოლა" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ცენტრმა ამჯერად WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი ორიენტირებულია მშობელთა გაძლიერებაზე. ტრენინგის ფარგლებში მშობლები ეცნობიან ბავშვის აღზრდის ფორმებს, შვილთან შესაძლო კონფლიქტების მოგვარების მეთოდებსა და საკანონმდებლო რეგულაციებს. სესიები დატვირთული იყო დისკუსიებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით. „პროექტის მიზანი მშობელთა გაძლიერებაა, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ბავშვების განვითარებაზე პასუხისმგებელ პირებს; ტრენინგები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მოზარდთან ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების განსაზღვრა, მშობლის პასუხისმგებლობის გააზრება, შვილის გრძნობებისა და ემოციების დანახვაში მხარდაჭერა, მშობლის უფლებების გაანალიზება და სხვა. სწორედ, ამიტომ, ჩვენი ინტერესის სფერო არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ოჯახებიცაა. ჩვენი პროექტებით ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ოჯახსა და ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს. მსგავსი შინაარსის ტრენინგსემინარები თუ პროექტები მშობლებისთვის მომავალშიც გაგრძელდება," განაცხადა თათია ხოჭოლავამ, რომელმაც პროექტის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მედიაციის სახლი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე ფუნქციონირებს. მედიაციის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მოზარდებში დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე მუშაობაა. მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სემინარები.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)