|
2018-10-23 13:18:03, 911 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საქართველო-ჩინეთის (იანანი) ინვესტირებისა და თანამშრომლობის სემინარს დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თბილისის მერის მოადგილემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა ექსპორტ-იმპორტის გაზრდისა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებიც შეაფასეს. როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადადის. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ერთმანეთის შესაძლებლობები უკეთ გაიცნონ. მიუხედავად ჩვენი ქალაქის 15-საუკუნოვანი ისტორიისა, ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე დაიწყოს მან, როგორც მწვანე ქალაქმა, სადაც მეტი ინვესტიცია განხორციელდება, გაჩნდება ახალი ეკონომიკურად თუ კულტურულად აქტიური კერები, იმოძრავებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, განვითარდება მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი, მოწესრიგდება ქალაქის იერსახე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ღონისძიების დაწყებამდე ილია ელოშვილი ჩინეთის ქალაქ იანანის გუბერნატორს, სუ სინრონგს შეხვდა და თბილისში მიმდინარე მუნიციპალურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა თბილისსა და იანანს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს. სემინარს ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, ქართული ბიზნესწრეების, ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)