|
2018-10-20 12:17:18, 871 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გერმანიასთან სურსათის უვნებლობის კუთხით თანამშრომლობას აღრმავებს
გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) პრეზიდენტი ანდრეას ჰენსელი და ამავე ინსტიტუტის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაგნუს იეგერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს; პარალელურად, ძლიერდება ის სამსახურები, რომლებიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით მუშაობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებთანაც გამართეს და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. „ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. გვსურს რისკის შეფასების მართვისა და კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაში ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რისკის შეფასების მიმართულებით საქმიანობაში გაქვთ წინგადადგმული ნაბიჯები“, - აღნიშნა ანდრეას ჰენსელმა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.' ' (NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)