|
2018-10-19 18:02:52, 1895 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფოთელებს: ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა. „დღეს ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც მიმიყვანა დაახლოებით 63 ქალაქში. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას. თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის თუ რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხედვები გავრცელდება საზოგადოებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროევობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)