|
2018-10-19 15:19:30, 1304 ნახვა
პოლიტიკა
1-2 ნოემბერს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ გაიმართება
1-2 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. რიგით მე-12 კონფერენცია ჩატარდება ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება“. მეორე სესიის განმავლობაში განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები. მესამე სესიაზე ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ, მომდევნო მეოთხე პანელი კი ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ შეეხება. მეხუთე პანელი დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას. დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge/ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული ღონისძიების გაშუქებით, აკრედიტაცია უნდა გაიარონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 26 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე. სააკრედიტაციო ბარათები გაიცემა ღონისძიების დაწყების წინ.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)