|
2018-10-16 13:22:33, 1648 ნახვა
პოლიტიკა
„ბიძინას თოჯინა“ - ბესელიამ დაპირისპირების შემდეგ, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ცხარე დებატები დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სუბელიანს „ქართული ოცნების“ წევრები მძევლად ჰყავთ აყვანილი. კომიტეტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილს მოუწოდა, რომ რეგლამენტს დამორჩილებოდა: „პროცედურა უნდა დავიცვათ. მძევლად თქვენც ვერ აგვიყვანეთ ხელისუფლებაში, რომ იყავით. ასეთ ფრაზებს თავი დავანებოთ და პროცედურას დავუბრუნდეთ“, - მიმართა ბესელიამ სამადაშვილს. მიუხედავად ამისა, დებატები დეპუტატებს შორის გაგრძელდა და სამადაშვილი სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდა. ეკა ბესელიამ კოლეგას გაფრთხილება მისცა და ასე მიმართა: „ქალბატონო სალომე, გაფრთხილებას გაძლევთ. იძულებული ვარ, შეგახსენებთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ძალას, რომელსაც მთელი საზოგადოება ჰყავდა მძევლად აყვანილი. თქვენი დრო დასრულდა. ვერ გიშველით სპექტაკლი ან მიბრძანდით ან გაჩუმდით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ამის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ეკა ბესელიას „ბიძინას თოჯინა“ უწოდა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის პარლამენტში დაბარება მოითხოვა. „ფარცხალაძე მოიყვანეთ აქ, ბიძინას თოჯინის მოსმენა მოგვბეზრდა“, - განაცხადა სამადაშვილმა. პასუხად ბესელიამ მას „მიშას თოჯინა“ უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს დარბაზი დაატოვებინა.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)