|
2018-10-15 12:54:41, 1217 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის შეხვდა. მერიის ინფორმაცით, მხარეებმა დოჰასა და თბილისს შორის ტურიზმის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. თბილისის მერმა მოჰამედ ბინ აბდულაჰ ალ რუმაიჰის დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და თბილისში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე, გამწვანების გეგმებსა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნულ სფეროებში კატარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. „მოხარული ვარ, რომ თბილისს სტუმრობთ. მზად ვართ, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დღეს ჩვენ თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, მომავალ წლებში ჩვენი დედაქალაქი ბევრად უფრო ლამაზი და სხვადასხვა მიმართულებით უკეთ განვითარებული ქალაქი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრაზე კატარის გარემოს დაცვის მინისტრი თბილისში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა. მისი თქმით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქი, ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. „ძალიან მოგვწონს თბილისი, საინტერესო ქალაქია. აღფრთოვანებული ვარ თბილისის არქიტექტურით. ჩემთვის, როგორც გარემოს დაცვის მინისტრისთვის, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფერო. ამ მიმართულებით, აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ. დარწმუნებული ვარ, კატარელი ბიზნესმენები თბილისში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდებიან“, - აღნიშნა კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
(NS)
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)