|
2018-10-14 13:00:58, 1068 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ ტრენინგი უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო. კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ კურსს წინასაარჩევნოდ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის ყველა პოლიციელი გაივლის. სწავლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სპეციალისტი და IFES- საქართველოს ოფისის ექსპერტები უძღვებიან. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების დროულად გამოვლენასა და შეფასებას, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდარღვევებზე სწორ რეაგირებას შეძლებენ. სწავლების ეფექტიანობისა და არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დამატებით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების მოდული, რომლისთვისაც მომზადდა ვიდეოგაკვეთილი და თემატური აუდიოლექციები. ამავე მოდულის ფარგლებში, პოლიციელებისათვის ხელმისაწვდომია არჩევნების მომწესრიგებელი ნორმატიული მასალა. მოდული, ასევე, მოიცავს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და IFES- საქართველოს ოფისის მიერ პოლიციელთა სწავლებისთვის მომზადებულ სპეციალურ მასალებს. აღნიშნულ კურსს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ყველა პოლიციელი ელექტრონული ფორმით გაივლის. გარდა ამისა, აკადემიის ინსტრუქტორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენერთა ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)