|
2018-10-11 21:33:50, 1559 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანმა აფრიკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე შეხვედრა გამართა
ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის ხვალინდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, ქართველი დიპლომატების მხრიდან მრავალი თვეა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხვალ მიღებულ ფრანკოფონიის დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამ მხრივ ჩვენ იმედიანად ვართ", − აცხადებს თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრი ორმხრივი შეხვედრების შესახებაც საუბრობს, რომელიც ბურკინა ფასოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა. „მე მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მესაუბრა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის რეფორმები და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", − განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანი ერევანში ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები − პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან. სამიტი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
(NS)
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)