14:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 19:35:42, 1101 ნახვა

საზოგადოება
„იმოგზაურე ნარჩენების გარეშე“ - „ვისოლი“ ახალ გარემოსდაცვით კამპანის იწყებს

„ვისოლი გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN-თან ერთად ახალ გარემოსდაცვით კამპანიას - „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე იწყებს და მძღოლების მიერ მგზავრობისას ავტომობილიდან ნასროლი ნარჩენების დასუფთავების აქციით მოუწოდებს საზოგადოებას, გარემოს გაუფრთხილდნენ.

ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსთან არსებული ტერიტორიის დასუფთავებაში „ ვისოლის“ თანამშრომლებთან ერთად, CENN-ის მოხალისები და გორის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილოებდნენ.

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. დღევანდელი აქციით გვსურს მგზავრებს მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ გარემო და გაუფრთხილდნენ იმ მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, რაც საქართველოს აქვს. მგზავრობისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამბსუბუქებლად, უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტის გარდა, „ვისოლი“ ეკო მეგობრული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასაც ახდენს და საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებას“. - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

დასუფთავების აქციების კამპანია „იმოგზაურე ნარჩენების გარეშე“ გაგრძელდება ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ და ეცდება იმოქმედოს მძღოლთა სამოგზაურო ქცევაზე, რომ ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს.

 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics