14:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 11:59:27, 1056 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფება

აჭარის ა.რ.მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიცალური ვიზიტის ფარგლებში გერმანია-საქართველოს ბიზნესისა და თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე ხაზი გაესვა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშნელობას და აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).

თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან - ნორბერტ ბარტლესთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და იმ ერთობლივ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარის მხარდაჭერით ხორციელდება.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღღვანელობს.

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს 9 ოქტომბერს დაიწყო და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. ვიზიტი 11 ოქტომბერს დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics