14:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 09:48:03, 1503 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება.

კერძოდ:

"1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics