|
2018-10-09 13:24:00, 1361 ნახვა
პოლიტიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად არასამთავროგბო ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავენ. „წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან უპრეცენდენტო თავდასხმის ობიექტები გახდნენ. პარტია „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები - პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად. არასამთავრობოებს „ქართული ოცნების" ლიდერები პოლიტიკურად ანგაჟირებულ და ფაშისტურ ორგანიზაციებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი ის არის, რომ მაღალჩინოსანთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მათი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ამას ემატება ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიების მიკერძოებული გაშუქება, რომელთა მიზანიც მოსახლეობის თვალში სამოქალაქო სექტორის რეპუტაციის შელახვაა. მსგავსი შეტევები მას შემდეგ დაიწყო, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო გარემოს შუალედური შეფასებები გამოაქვეყნეს. თავდასხმის ობიექტები გახდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. არაკორექტული და არაკონსტრუქციული გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ ცესკოს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეები. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის არაკოსტრუქციული და აგრესიული ქმედებების გამო ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ და ზემოთ ნახსენებმა ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებიამ კომისია დატოვეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ბოლომდე ცდილობდა კომისიის ფარგლებში კონსტრუქციულად ემოქმედა, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ფორმატის გამოყენება და ყველა მხარესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიულმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა აზრს კარგავს. ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ტოვებს უწყებათშორის კომისიას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია", - აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში.
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)