|
2018-10-08 18:23:28, 920 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსის და ტაჯიკეთის დელეგაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას ეცნობიან
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი როგორც რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა - ეს არის ის ძირითადი თემები, რომლის გაცნობის მიზნით საქართველოს სასწავლო ვიზიტით ბელარუსისა და ტაჯიკეთის დელეგაციები სტუმრობენ. მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. დელეგაციების შემადგენლობაში არიან ორივე ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს კოდექსის მნიშვნელობისა და დოკუმენტის ძირითად პრინციპებზე ესაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. კოდექსის მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სპეციალური კოდექსი არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობისათვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისათვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს. კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ბელარუსისა და ტაჯიკეთის დელეგაციების სასწავლო ვიზიტი 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დაგეგმილია მედიაციის სახლის დათვალიერება, რომელიც წარმოადგენს სპეციალურად აღჭურვილ სივრცეს მედიაციისათვის და მორგებულია მედიატორთა საჭიროებებზე. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან. დელეგაციების ერთობლივი სასწავლო ვიზიტი გაეროს ბავშვთა ფონდისა (unicef) და ეუთოს ტაჯიკეთის ოფისის წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.
(NS)
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)