|
2018-10-07 17:28:12, 1807 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთია ტურიზმია
კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთი არის ტურიზმი, მაგრამ თავისი ძალიან სპეციფიკური ფორმის ტურიზმი,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „რასაც წარმოადგენს თუშეთი საქართველოსთვის და დღეს უკვე მსოფლიოსთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაცული ტერიტორია, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, ეს არის ჯერ კიდევ ავთენტური, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს. როგორ დავუბრუნდეთ იმას, რაც არის ჯერ გაურყვნელი. არ არის იმ მატერიალისტურ მსოფლიოში ჩართული, სადაც ყველა ყველას ჰგავს და ყველა ტურისტული ადგილი მეორეს ემსგავსება. ეს არის განსხვავებული და ძალიან ბევრი ადამიანი არის მსურველი, რომ იქ ჩავიდეს და ამას ეზიაროს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად ღირებული არის ეს სულიერად, მაგრამ ასევე მატერიალურად. ეს უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ. თუ არ დავიცავთ როგორც საჭირო არის, მაშინ ჩვენც სხვებს დავემსგავსებით და დავკარგავთ იმას, რაც არის ყველაზე მიმზიდველი ყველასთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და დაფასება არის წინაპირობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)