11:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-06 18:57:29, 2011 ნახვა

საზოგადოება
უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად, აბტურიენტებისთვის დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ვერ ჩაირიცხნენ სასურველ უნივერსიტეტში, დამატებითი რიგგარეშე მობილობა გამოცხადდა.

ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში.

„რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2018 წელს მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში, ვერ მიმართეს აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, ამასთან ვერ ისარგებლეს გამოცხადებული რიგგარეშე მობილობით და ამ დრომდე არ არიან ჩარიცხულები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში, კერძოდ: შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელში, შპს საქართველოს ბიზნესის აკადეია SBA -ში და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და დღემდე ვერ ისარგებლეს მობილობით“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics