|
2018-10-05 17:12:27, 2473 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას
„რუსეთის ფედერაციას დღესაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%; ჩვენი მისია მდგომარეობს საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რას პოლიტიკური ბერკეტები არსებობს, მათ შორის სუამ-ის ფარგლებში, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ, აუცილებელია პოლიტიკური კონსოლიდაციისა და ურთიერთქმედების განმტკიცება როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ისე მის გარეთ. „ჩვენ ერთმანეთს ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია დღესაც დაბრკოლებებს უქმნის ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების შექმნა. ჩვენ ვცდილობთ იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერებას, რომელსაც დღეს ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ოკუპაციის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა 5-ჯერ შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მიუღებელია საქართველოსთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები, ასევე, უნდა გვქონდეს შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკა. ჩვენ ვთვლით, რომ სუამ-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ბევრი ინიციატივის განხილვა - გზები, რომლებითაც ჩვენი ერები ერთად შეძლებენ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი ამ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის დაძლევას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)