10:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 09:37:25, 2524 ნახვა

საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეიდან ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:

დილის 05:00 საათიდან, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე, აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

21:00 საათიდან კი - რესპუბლიკის მოედანზე.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით.

მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

სატრანსპორტო მოძრაობა "თბილისობის" დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics