|
2018-10-04 13:58:00, 1753 ნახვა
საზოგადოება
მაია მიმინოშვილს სოფო გორგოძე, თამარ სანიკიძეს კი, გიორგი ვაშაკიძე შეცვლის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გიორგი ბატიაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. სოფო გორგოძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სოფო გორგოძე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი. რაც შეეხება, სხვა თანამდებობებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გახდა, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბერიკა შუკაკიძე ჩაუდგება სათავეში. შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს მინისტრმა სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. იქამდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გიორგი მაჩაბელი ხელმძღვანელობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე იყო, ხოლო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)