|
2018-10-03 19:37:45, 1884 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. „ბატონმა მატისმა ბრძანა, რომ გამოიყენებს მინისტერიალის ფორმატს, რათა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები საჯაროდ გაცხადდეს, როგორც მაგალითი არამხოლოდ ნატოს პარტნიორი, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. მისი განცხადებით, ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ხაზი გაესვა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა: „ჯეიმს მატისმა შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% თავდაცვის ბიუჯეტშია მიმართული, აქედან 20% კი - ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ.“ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს ერთობლივ ამბიციურ პროექტზე - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP). „ეს შეიძლება იყოს საუკეთესო მაგალითი ნატოს წევრი ქვეყნებისთვის იმ ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გააჟღერა და რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საქართველო“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა რეგიონში საერთაშორისო მრავალეროვნული სწავლებების განხორციელების მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მომავალ წელს ორი ამბიციური სწავლების - ნატო-საქართველოს სწავლება და „მტკიცე სული“ (Agile Spirit) ჩატარება იგეგმება, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. „საერთაშორისო სწავლებები, როგორც განახლებული შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ჩვენი აქტიურობით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)