09:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 16:55:11, 1458 ნახვა

საზოგადოება
ფესტივალი „განდაგანა“ სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს

5 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიხსნება. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იქნება  წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, „ფესვები“- სა და „შუახევი“-ს ფოლკლორულ წარმოდგენებს დაესწრონ. 5  ოქტომბერს, დღის ბოლოს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ბენდები „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“ იზრუნებენ.  6 ოქტომბერს, ფესტივალი ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდი „ნიუტონი“-ს მუსიკალური ნომრებით დაიხურება. 

ორივე დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: განდგანას ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, სოფლის ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება. ფესტივალის ბოლო დღეს გაიმართება ყურძნის დაწურვის ტრადიციული ცერემონიაც. სოფლის ტურიზმის ფესტივალი განდგანა აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი  მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა. 

 

 

(NS)


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics