|
2018-10-02 16:18:06, 1516 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვა
3 და 4 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ბელგიის სამეფოში უკვე გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. თავდაცვის მინისტრების ფორმატში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ლევან იზორია სიტყვით გამოვა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. კომისიის სხდომას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს, მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მინისტრები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელებენ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციზე, ასევე შეეხებიან შავის ზღვის უსაფრთხოების საკითხს, რაც პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის. ნატოს შტაბ-ბინაში მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგასთან ჯეიმს მატისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.
(NS)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)