|
2018-10-01 15:21:02, 1211 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას მიზნით ოპერირება OMNIBUS EXPRESS-მა დაიწყო
დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს საშუალება აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან GEORGIAN BUS-ის გარდა, მეორე სატრანსპორტო კომპანიის, OMNIBUS EXPRESS-ის საშუალებითაც ისარგებლონ. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთა გადაყვანის მიზნით OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დილის 9 საათზე შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78 ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის 2 სართულიანი ავტობუსით შესრულდება. გასვლის ადგილი თბილისიდან დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედანია. რაც შეეეხება ბათუმსა და ქუთაისს, ვებგვერდზე www.omnibusexpress.ge ონლაინ ჯავშნის დროს მგზავრი უთითებს საკუთარ მისამართს და კომპანია მას სახლიდან აეროპორტამდე მიყვანას სერვისს შესთავაზებს. ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული, კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WIFI გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა. ,,ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: ჯორჯიან ბასი, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უკვე ემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - OMNIBUS EXPRESS-ი. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს,-‘’აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)