|
2018-10-01 11:51:35, 1199 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ხორავას ქუჩის ტრაგედია დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა
"ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა. "ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა;" - განაცხადა კახი კალაძემ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)