08:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-29 13:05:03, 2585 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის  სენატორს, რენე დანესს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭრით აგრარულ დარგში არსებულ წინსვლასა და ახალ გამოწვევებზე, ასევე, გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, დარგი პრიორიტეტული მიმართულებაა.

საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის განვითრების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. ყურადღება კოოპერაციული მეურნეობების შექმნის, ასევე, აგრო და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა.

სენატორმა რენე დანესმა საფრანგეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ღიად დაადასტურა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics