|
2018-09-29 13:03:15, 2200 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება
„თბილისი მარათონთან“ დაკავშირებით, 30 სექტემბერს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: კრწანისის მოედანზე; გორგასლის ქუჩაზე; კ. აფხაზის ქუჩაზე; თავისუფლების მოედანზე; რუსთაველის გამზირზე; მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე; გ. ტაბიძის ხიდზე; კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე; აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე) ბაქოს ქუჩაზე; მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე; ზაარბრიუკენის მოედანზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება: ორთაჭალისგავლითბარათაშვილისქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდება. ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.
ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით. ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს. აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)