|
2018-09-27 16:51:11, 1969 ნახვა
საზოგადოება
გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის ექიმმა ალექსანდრე ალადაშვილმა განაცხადა. ექიმით თქმით, გია თვალავაძე კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ალადაშვილის განცხადებით, პაციენტს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. ექიმმა დასძინა, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს, რადგან პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს ეს არ სურთ. ცნობისთვის, ბრალდებულის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სტენოკარდიული შეტევა გახდა. შეგახსენებთ, რომ გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)